00:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 19:11:05, 615 ნახვა

ეკონომიკა
აბაშიშვილი: ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარდგენას უნდა დაველოდოთ

 "მნიშვნელოვანია, დაველოდოთ სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში დასრულებას და მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას",-ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას,  იზიარებს თუ არა ის ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ  ლარის კურსის გაუფასურებაზე  ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკისრება.

"გუშინ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს,  ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს.შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს გააცნეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის ძირითადი პრინციპები, ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში დასრულების  შემდეგ, მოგეხსენებათ,  რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად მუშაობს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმაზე,  სავალუტო სტაბილიზაციის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ იქნება შემუშავებული, ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად,  საზოგადოებას გააცნობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაველოდოთ მისიის საქართველოში დასრულებას და შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ევროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics