12:53 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 23:09:24, 751 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი: მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები ყურადღებით უნდა იქნას განხილული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) X-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ საქართველოზე ისაუბრა.

კერძოდ, განცხადების თანახმად, ლუის გრასამ გაიმეორა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები საქართველოსთვის ყურადღებით უნდა იქნეს განხილული.

ამასთან, აღნიშნულია, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციის პროცესები არ შეესაბამება ეუთო-ს ვალდებულებებს.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოს შესახებ 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში აღწერს 2024 წლის შემდეგ განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის, ბრალდებებს საპროტესტო აქციების დაშლისას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის სავარაუდო გამოყენების შესახებ.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ გააუქმოს ყველა ის ცვლილება თუ კანონი, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მოუწოდებს, "უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები". ანგარიშში "რომის წესდებაზე" ხაზგასმით წერია, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics