13:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 12:35:52, 415 ნახვა

პოლიტიკა
Jerusalem Post: ისრაელმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი შესაძლოა დამოუკიდებლად დაბომბოს

Jerusalem Post-ის თანახმად, ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ იერუსალი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ერთპიროვნულად იმოქმედოს - კერძოდ, შესაძლოა, დამოუკიდებლად დაბომბოს ირანი, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით "წითელ ხაზს" გადაკვეთს. 

"ჩვენ ვუთხარით ამერიკელებს, რომ მარტო მივაყენებთ დარტყმას, თუ ირანი გადაკვეთს ბალისტიკური რაკეტებისთვის ჩვენ მიერ დადგენილ წითელ ხაზს", - უთხრა გამოცემას წყარომ.

გამოცემის თანახმად, ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს უკვე აცნობეს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. 

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ბოლო კვირებში მაღალი დონის არაერთი კონტაქტის ფარგლებში, ისრაელმა პარტნიორებს გადასცა თავისი განზრახვა ირანის სარაკეტო შესაძლებლობებისა და წარმოების ინფრასტრუქტურის განადგურების თაობაზე. 

Jerusalem Post წერს, რომ სამხედრო ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ოპერაციული კონცეფციები, რომლებიც პროგრამის შესუსტებას ისახავს მიზნად, მათ შორის დარტყმებს საკვანძო საწარმოო ობიექტებზე.

აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრა მეშვიდე იქნება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 2025 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics