2025-03-25 12:46:45, 1019 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 139 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, პოლტავის, კიროვოგრადის, კიევის, ჩერკასისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 34 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,