16:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:49:30, 408 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს: თქვენ შეგიძლიათ შეტევაზე გადახვიდეთ

"თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ. როცა სამართლიანობას ებრძვიან, თვენ გაქვთ უფლება თქვენი სიმართლე დაიცვათ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციაზე, სპეცრაზმელებზე და ჯარზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება, რაც პრემიერის შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა.

"ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ეს არის მიზანმიმართული შეტევა სხვადასხვა ორგანოებზე. თავიდან დაიწყეს პოლიციაზე შეტევა, სპეცრაზმელებზე და შემდეგ ჯარზე გადავიდნენ. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ამას ძალიან კარგი გაანალიზება სჭირდება და სწორი შეფასება პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან. ყოვლად დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ამგვარი დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი და გამოკვეთილია ყველა ის პირი, ვინც ამას ღიად და დაფურავად სჩადის.  ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ამას სათანადო პასუხი გაეცემა. ის კამპანია, თუნდაც რაც მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ ააგორეს, ყოვლად დაუშვებელია. ჯარი აბსოლიტურად დეპოლიტიზირებულია დღეს საქართველოში. ასევე პოლიცია და სპეცსამსახურები", - აღნიშნა ღრიბაშვილმა.

მან მინისტრებს მოუწოდა, საზოგადოებას უწყებებში  მიმდინარე მოვლენები განუმარტონ.

„მინდა ყველას  მივმართო, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, როცა განცხადებებს აკეთეენ და მინდა მოგიწოდოთ თვენ, მინისტრებს, რომ მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში იმდინარე ცვლილებები. ჩვენ  რაფერი გვაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად, თუ შეცდომები მოგვდის, მას ვასწორებთ და  წინსვლას ვაგრძელებთ, უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ იმიტომ, რომ როცა სამართლიანობას ებრძვიან პირდაპირი მნიშვნელობით და როცა ვერ იცავენ სახელწმიფო ინსტიტუტებს, თქვენ გაქვთ სრული უფლება, რომ თქვენ  დაიცვათ თქვენი სიმართლე, თქვენ განუმარტოთ საზოგადოებას, თქვენს უწყებებში მიმდინარე მოვლენები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics