18:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-20 13:11:15, 1134 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარებას  და  საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორაციას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად  დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს.

"დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს.

პარალელურად სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო  და სასრიალო ტრასები მოეწყობა.

2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა. მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც  კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატები, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთის კურორტებისა და კურორტ გოდერძის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics