20:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 14:39:08, 908 ნახვა

რეგიონი
კასპში, კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ამბულატორია, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს „სოფლის ექიმი“-ს სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შენდება.

„მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი.მ. ვახტანგ ბუაძე - ონიანი ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 160 999 ლარია.

ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია ერთი კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე.

ამბულატორიის მშენებლობის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics