03:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 15:28:22, 377 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილმა მთელს საქართველოს დასცინა

„ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ჯერზე გვაკვირვებს და ახალ რეკორდებს ხსნის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილმა მთელს საქართველოს დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ლარი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს.

„სულ გვგონია ხოლმე, რომ ამაზე მეტი სისულელე რა შეიძლება თქვას ამ კაცმა. ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ჯერზე გვაკვირვებს და ახალ რეკორდებს ხსნის. რას ვერჩოდით ჭიკაიძეს როცა მან თქვა რომ კრიმინალი მშვენიერ დღეშია. დღეს ამ კაცმა მთელს საქართველოს დაცინა და გვითხრა რომ ლარი არის მშვენიერ დღეში და ხალხის ბრალია რომ უჭირთ და არ იციან ფულის დაბანდება ისე კარგად, როგორც მან იცის ეს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ სასაცილო არ არის, რადგან ამ კაცს აქვს სრული ძალაუფლება და არის საშიში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს, ემუქრება სახელმწიფო ინსტიტუტებს,  პირდაპირ ემუქრება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ ეს კაცი სასწრაფოდ უნდა ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას დემოკრატიული გზით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ეროვნული ვალუტის მდგომაროებაზე ისაუბრა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საზოგადოებას „ტვირთად არ აწევს“.

„ლარი მოგონილი თემაა და არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას. „რუსთავი 2“ აგიტაციას ეწევა.  ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა.  ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ეს ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკაში, რა თქმა უნდა ის საქართველოზეც აისახება“, – განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics