13:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 22:49:13, 7700 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.

მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge , რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოაქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდიდან www.stopcov.ge და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მისამართიდან www.moh.gov.ge .

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics