14:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 18:16:29, 1715 ნახვა

სპორტი
უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი მზია თოდუა „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 4 მაისს  პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრობის ორი კანდიდატი ეკატერინე გასიტაშვილი და მზია თოდუა წარუდგინა. საერთო სასამართლოთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,  საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება შეეფერება უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამასთან, წარდგენილ კანდიდატს არ მოეთხოვება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. წარდგენილ კანდიდატურებს კი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარდგენილი ორივე კანდიდატის განათლება და მათი წარსული საქმიანობა შეისწავლა. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2006 წლიდან 2012 წლამდე მზია თოდუა სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა;  2007-2012 წლები იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც;  2012 წელს მზია თოდუა სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი გახდა. ამ პოზიციას ის დღემდე იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics