2015-04-08 13:19:47, 675 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: გამოძიების დასრულების შემდეგ გეტყვით, ვინ შეუძინა ბილეთები არასრულწლოვანს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთში ქართველი არასრულწლოვანის გადაყვანის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირი ვიზუალურად არასრულწოვანს არ ჰგავდა, რის გამოც მესაზღვრემ შეცდომა დაუშვა.
"ერთი იყო არასრულწოვანი, ნუ ვამბობთ, არასრულწლოვან ბავშვებს. ვთქვით, ამაზე, რომ ის ვიზუალურად პატარა ბავშვს არ ჰგავდა, ID ბარათებით გადიან თურქეთში ჩვენი მოქალქეები, შეცდომა მოხდა.სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტერორიზმის წაქებაზე, ხელშეწყობაზე და გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ, თუ ვის მიერ მოხდა ბილეთების შეძენა. ბილეთები არ შეუძლია არასრულწლოვანმა ბავშვა შეიძინოს. ვიღაცამ შეუძინა და ხელი შეუწყო ამ ყველაფერში",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან