13:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 10:18:26, 574 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს კონტრ-აქცია გაიმართება

კოალიცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის"  დღეს კონტრა-აქციას გამართავს და "ნაციონლური მოძრაობის" გაუქმებას მოითხოვს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეკრება საზოგადოებრივ მაუწყებელთან 15:00 საათზე იგეგმება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "ნაციონალური მოძრაობის" აღზევებას უწყობს ხელს და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. სწორედ ამიტომ, ხვალ აქციის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომასაც მოითხოვენ.

"საზოგადოებრივ ტელევიზიასთან იგეგმება  კონტრ-აქცია "ნაციონალური მოძრაობის" უკანონო პარპაშისა და თავხედობის გასაპროტესტებლად. საქართველოს დამღუპველი და ქართველი ერის მტრული ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე უკვე მესამედ აპირებს შეკრებას და არეულობას გეგმავს.ჩვენ ეს უპროტესტოდ არ უნდა დავტოვოთ.ისინი პასუხისგებაში არიან მისაცემი და როგორც დამნაშავე პარტია,  გაუქმებული უნდა იქნას. სამწუხაროდ, მათ აღზევებას ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.იქ გაბატონებული კოაბიტაციის, არაკომპეტენტურობისა და ნეპოტიზმის მეშვეობით.პირველი არხის ტელევიზია არ ემსახურება ქართული საზოგადოების ინტერესებს.საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს, ქართველმა ხალხი და საქართველოს მოსახლეობა 21 მარტს 15:00 საათზე შევიკრიბოთ ტელევიზიის კიბეებთან და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი",-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლების მოედანზე ხვალ აქციას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics