11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 14:10:56, 1038 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ტრენინგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მან სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ტრენინგის მიზანს სტრატეგიული დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს. კურსი თავდაცვის უწყების სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილე პირებისთვის არის განკუთვნილი. სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტის ლიდერებიც ესწრებიან. ტრენინგს კრენფილდის უნივერსიტეტის პროფესორი, ანა ფიცჯერალდი უძღვება.

სამდღიანი სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics