13:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 13:15:53, 1131 ნახვა

სამხედრო
წინასწარი ინფორმაციით, ნიუ–ჯერსიში ქართველი სამხედროების გარდაცვალების მიზეზი მოყინული გზა გახდა

წინასწარი ინფორმაციით, ნიუ–ჯერსიში ქართველი სამხედროების გარდაცვალების მიზეზი მოყინული გზა გახდა. 

როგორც აშშ–ში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი „რუსთავი 2“–ის ეთერში აცხადებს, ავტომანქანას, რომელშიც ქართველი სამხედროებიც ისხნენ,  ამერიკის მოქალაქე მართავდა. 

მისივე თქმით, ავტოკატასტროფის ადგილი მოყინული იყო, ხილვადობა – ცუდი. მოყინულ გზაზე კი,  ავტომანქანა, სადაც ისინი ისხდნენ,  მოსრიალდა და საპირისპიროდ მომავალ მანქანას დაეჯახა. 

ჟღენტის ინფორმაციით, ქართველი სამხედროების საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. 

„შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, რადგან გზა მოყინული და ძალიან ცუდი ხილვადობა იყო, მანქანა მოსრიალდა და საპირისპიროდ მომავალ მანქანას შეეჯახა. ამ ეტაპზე ყველანაირი ფორმალური მხარის მოგვარება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები საქართველოში მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ გადმოსვენებულები“, – აღნიშნა ჟღენტმა. 

ცნობისთვის, რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.  ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.  რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics