19:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 11:13:30, 3003 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარიაში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, პოლიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლი განძრახ გააჩინეს

სამშაბათს, 10 მარტს, საღამოს, შვეიცარიის ქალაქ კერცერსში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი „24 Heures“ იტყობინება.

პოლიციის ცნობით, ავტობუსს ფრიბურგის კანტონში, კერცერსში, გზაზე ცეცხლი გაუჩნდა.

ავტობუსში მყოფი მგზავრების საერთო რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გამვლელების თვალწინ მთლიანად დაიწვა.

სამართალდამცავი ორგანოები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. პოლიციის ცნობით, ის შესაძლოა განზრახ იყო გაჩენილი. გამომძიებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა საწვავი საკუთარ თავს გადაასხა.

„ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ელემენტები, რომლებიც ავტობუსში მყოფი პირის განზრახ ქმედებაზე მიუთითებს“, - განაცხადა ფრიბურგის პოლიციის წარმომადგენელმა ფრედერიკ პაპომ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოთხი მგზავრი დაშავდა, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. სამაშველო ოპერაციის დროს ასევე დაშავდა მედიკოსი.

პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში ტრაგიკული ხანძარი მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში ბარში მომხდარი ფატალური ხანძრის გამოძიების ფარგლებში ცოტა ხნის წინ კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი გამოჩნდა, მათ შორის ქალაქის მერი, ნიკოლას ფერო და ადგილობრივი ჩინოვნიკები.

როგორც ცნობილია, ერთადერთი დაკავებული პირის - თანამფლობელის, ჟაკ მორეტის - გათავისუფლებამ იტალიამ კონსულტაციებისთვის ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics