2025-10-11 09:48:56, 1395 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბრიდან ჩინეთიდან იმპორტზე დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბრიდან ჩინეთიდან იმპორტზე დამატებით 100%-იან ტარიფებს დააწესებს.
ტრამპის სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ აშშ ასევე დააწესებს ექსპორტზე კონტროლს კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტმა მკვეთრად რეაგირება მოახდინა პეკინის გადაწყვეტილებაზე, გამკაცრდეს იშვიათი მიწების ლითონების ექსპორტის რეგულაციები და ჩინეთი „მტრულ დამოკიდებულებასა“ და „მსოფლიოს მძევლად აყვანის“ მცდელობაში დაადანაშაულა.
მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის გაუქმებით დაიმუქრა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ შეხვედრა არ გაუუქმებია, თუმცა „დარწმუნებული არ არის, რომ ეს მოხდება“.
„მე მაინც იქ ვიქნები“, - განუცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,