06:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 22:03:35, 2001 ნახვა

სამართალი
გელა ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება

 დღევანდელ პროცესზე ხასაიამ დაკავების დეტალები გაიხსენა. თქვა, რომ 10-მდე ადამიანმა დააკავა, მანქანაში ჩატენა და განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც სრულიად გააშიშვლეს და ისე გაჩხრიკეს. პარალელურად, პროკურორი მარიამ წულაია ამტკიცებდა, რომ ხასაია განყოფილებაში თავად მივიდა

„წამიყვანეს მარჯანიშვილის ტერიტორიაზე, დიდ ოთახში შემიყვანეს, 20-მდე პოლიციელი იყო, არავინ მეუბნებოდა რატომ მიმიყვანეს, განყოფილებაში სრულიად გამაშიშვლეს და ისე გამჩხრიკეს, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ იგივე გააკეთეს სხვა ოთახში, მზია ამაღლობელს მახსენებდნენ ხშირად, ასევე ჩემს მეგობარ საბა სხვიტარიძეს და მეუბნებოდნენ რომ ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო“ — ამბობს გელა ხასიაა სასამართლო პროცესზე 

გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს: "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს..." | დაწერა პროკურატურამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics