13:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 18:11:36, 3950 ნახვა

სხვადასხვა
აზერბაიჯანმა საზღვრის გახსნა 2006 წლის 1-ელ იანვრამდე გადდადო

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდა — ამჯერად 2026 წლის 1 იანვრამდე. საინფორმაციო სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელიც 2020 წლის გაზაფხულიდან იყო დაკეტილი, კვლავ გადაიდო. ბაქომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ საკარანტინო რეჟიმს „იმდენ ხანს შეინარჩუნებდა, რამდენიც საჭირო იქნებოდა“. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საზღვრის დახურვამ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ იხსნა.

აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. თუმცა, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზით. საზღვარი ღიაა ტვირთების გადაზიდვისთვის.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შესაძლოა აღდგეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა არაერთხელ მოუწოდეს სახმელეთო საზღვრების გახსნას.

2023 წლის 5 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემია გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციის დასასრულად გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics