11:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 11:03:21, 4383 ნახვა

კომენტარი
ანდრეი სიბიგა - პუტინი, თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით, აჩვენებს, რომ მხოლოდ ომის გაგრძელება სურს

რუსეთის გუშინდელი მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინის მიმართ - გაიყვანოს ჯარები თავისი რეგიონებიდან, ამ სასტიკ დარტყმებთან ერთად, აჩვენებს, რომ მშვიდობის დაბრკოლებას რუსეთი და არა უკრაინა წარმოადგენს, ზეწოლა უნდა განხორციელდეს მოსკოვზე და არა კიევზე, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნეც კიევსა და სხვა რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. უკრაინის დედაქალაქმა განსაკუთრებით საშინელი და ხმაურიანი ღამე გადაიტანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი. რუსეთის რაკეტებითა და დრონებით უკრაინის სხვა ქალაქები და თემები შუაღამისას დაიბომბა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, პუტინის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს.

„პუტინი თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით აჩვენებს, რომ ის არ სცემს პატივს სამშვიდობო ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს. მის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალა და ზეწოლა შეაჩერებს“, - აცხადებს სიბიგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics