|
2025-03-24 10:31:09, 612 ნახვა
ეკონომიკა
შვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა, IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა, დეტალურადაა განხილული, როგორ გარდაიქმნა თიბისი, ადგილობრივი ბანკიდან, რეგიონში, ფინანსური სერვისების მომწოდებელ ლიდერ კომპანიად. IMD უკვე 50 წელზე მეტია, სხვადასხვა ცნობილი, საერთაშორისო ბრენდის შესახებ აქვეყნებს casy study-ს. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის ანალიტიკური ინფორმაცია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ უნივერსიტეტში ასწავლიან. წლების განმავლობაში, IMD-ის case study ისეთ კომპანიებსა და ბრენდებზე აქვს გამოქვეყნებული, როგორებიცაა: Apple, Amazon, Mastercard, ING, GE, Philips, adidas და სხვა, რისთვისაც შვეიცარიულ ინსტიტუტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. IMD-ის მიერ თიბისის წარმატებაზე გამოქვეყნებულ case study-ში აღწერილია კომპანიის წარმატება ჯერ, ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში და შემდეგ უკვე, საერთაშორისო მასშტაბით, უზბეკეთში, სადაც წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა შექმნა. Case study-ში ასევე, განხილულია თიბისის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია და ის რეკორდული შედეგი, რასაც ბანკმა უზბეკეთში, რამდენიმე წელიწადში მიაღწია. თიბისი ამ დროისთვის, უზბეკეთში, 18 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია და ეს შედეგი წლიდან წლამდე იზრდება. „მოხარული ვართ, რომ IMD-მ თიბისის მიმართ ინტერესი გამოიჩინა და დეტალური კვლევა მოამზადა კომპანიის განვლილ გზაზე, ადგილობრივი ქართული ბანკიდან ლიდერ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტამდე. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ვრჩებით ჩვენი სტრატეგიის ერთგულნი - მუდმივად ვეძებთ ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის საინტერესო ბაზრის ათვისების მიმართულებით. თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიაა და იმედი მაქვს, ჩვენი ისტორია IMD-ის სტუდენტებისთვის ინსპირაციად იქცევა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. IMD-ის მიერ თიბისის წარმატების შესახებ გამოქვეყნებული case study ინსტიტუტის ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია: IMD case study about TBC
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)