22:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 10:06:31, 1143 ნახვა

სპორტი
პრემიერი „მე და საზოგადოებაზე“: რისკების შესაძლო არსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არაა

საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დასმული ყველა კითხვა პასუხგაცემულია. მისივე შეფასებით, განასთლების მინსიტრის მიმართ სპეკულაციები ხორციელდება:

„მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო. ეს არის განათლების პროგრამაში ასეთი დისციპლინის, „მე და საზოგადოება“ შემოღება და ის გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ განხილვა მთავრობაში ამ საკიტხის, დაისვა შეკითხვები, მათ შორის, საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული.მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ის , რომ საწყისი ასაკიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და განვუვითაროთ ეს გრძნობა, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არაა საჭირო და  მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველანი ვთანხმდებით. და ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ”,-განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთელი მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარადჭერას უცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics