2015-02-12 10:34:15, 663 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძის შეფასებით, მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს
თავდაცვის მიინსტრის მინდია ჯანელიძის შეფასებით, მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადება არ იგეგმება.
"მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს. რეალურად, სამინისტროში პროცესები გეგმის მიხედვით მიდის. მინდა აღვნიშნო, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტიურობა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით ფასდება როგორც უპრეცედენტო. ამ ფონზე, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი უნდა გადაიდოს, გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნა ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან