2015-02-11 15:32:00, 568 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: არ ვიცი, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს გონივრული რა უნდა ურჩიოს
არ ვიცი მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ გონივრული რა უნდა ურჩიოს,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა მცდარი გადაწყვეტილებაა.
"მცდარი გადაწყვეტილებაა და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომლის მიმართ გვაქვს ძალიან დიდი გულშემატკივრობა, კეთილი სურვილები უკრაინის ხალხისადმი და უკრაინისადმი, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იყო მცდარი გადაწყვეტილება. არვიცი, რა უნდა ურჩიოს გონივრული მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან