14:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 20:20:56, 1364 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილის მტკიცებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნით, საგარეო უწყების ფუნქციების დუბლირება არ მოხდება

მთავრობის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ  ბერუჩაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საგარეო კუთხით საქართველოსთვის პრიორიტეტულია.ძირითადად საუბარი  საერთაშორისო დონეზე ვიზიტებსა და ევროინტეგრაციის დღის წესრიგს შეეხო.

"პრემიერთან გაიმართა თათბირი საგარეო პოლიტკურ საკითხებზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ ექსპერტები,  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის თანაშემწეები,  პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები.

საგარეო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, მრავალგანზომილებიანია.მას აქვს განზომილება სექტორულიც, ასევე საპარლამენტო. ჩვენი ამოცანა იყო, ძირითადად გაგვეხილა ყველა პრიორიტეტი, რაც აქტუალური იქნება 2015 წლისთვის. ვისაუბრეთ კალენდარზე, ვიზიტებზე.ჩვენ უნდა მაქსიმალურად ინტენსიურად და ეფექტურად ავამოქმედოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  დღის წესრიგი",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კითხვაზე-ხომ არ მოხდება  საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციების დუბლირება, ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება, რადგან უწყებათაშორისი საბჭო პირველი არაა, რომელიც საგარეო პოლიტუკურ საკითხებს განიხილავს.

"საგარეო საქმეთა სამინისტორს ფუნქციების დუბლირება არ მოხდება.ჩვენ გავქვს  კონკრეტული ვალდებულებები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა არის ის საკითხი, რომელიც არის მრავალგანზომილებიანი. ეს არ არის პირველი საბჭო, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics