13:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 12:37:53, 1815 ნახვა

სამხედრო
სორტაში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სორტაში სამხედრო ფიცი დადეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დამსაქმებლები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა რეზერვისტებს, დამსაქმებლებს და მერიის წარმომადგენლებს სიგელები და სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ 101-ე კადრირებული ბატალიონის დაზვერვის ოცეულმა საჩვენებელი ტაქტიკური დავალება განახორციელა. 

სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics