17:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 14:08:38, 1149 ნახვა

კომენტარი
კახი კალაძე ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკაზე: დაველოდოთ 1 ოქტომბერს და ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს

"დაველოდოთ 1 ოქტომბერს და  ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს",-ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძემ გაერო-ში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

კალაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ვრცელი გამოსვლა გაერო-ში სწორედ 1-ელ ოქტომბერს ექნება.

"პრემიერის გამოსვლა 1-ელ ოქტომბერს იქნება, ოფიციალური გენერალური ასამბლეა. დაველოდოთ 1-ელ  ოქტომბერს და შესაბამისად, ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს",-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსთა ნაწილმა გაერო-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. მათი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics