12:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 16:32:40, 1096 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკმა Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა

თიბისი ბანკმა Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა.

20 იანვრიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის ტელეფონებს იყენებენ,  განახლებული დიზაინის და  ფუნქციონალის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ.

მობაილბანკის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა  როგორც ფიზიკური,  ასევე იურიდიულ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.  აპლიკაციაში შესვლა  მნიშვნელოვნად გამარტივებულია და შესაძლებელია 5-ნიშნა  კოდის გამოყენებით.

მობაილბანკის სრულად შეცვლილ დიზაინთან ერთად, რომელიც Android-ის დიზაინის უახლეს სტანდარტებს შეესაბამება, განახლებულია ფუნქციებიც:  საბიუჯეტო გადარიცხვები, პირადი ფინანსების მართვა, ჯარიმების გადახდა,  გამარტივებული გადარიცხვები და მობილურის ბალანსის შევსება.

Android ტელეფონებისთვის განკუთვნილ ახალ მობაილბანკის აპლიკაციას  ასევე გაუმჯობესებული აქვს  Google Map-ზე  ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების ძებნის ფუნქციაც.

მობაილბანკის განახლებული Android აპლიკაცია ახალი სახელით TBC Bank უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ზე. მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს  უფასოდ შეუძლია.

თიბისი ბანკის მობაილბანკით დღეისათვის 60.000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, საიდანაც 47 % Android აპლიკაციის მომხმარებელია.

დამატებითი  ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს: http://bit.ly/1xHL7AS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics