11:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 09:52:34, 832 ნახვა

სხვადასხვა
თინა ხიდაშელის აშშ-ში ვიზიტს უცხოური მედია აქტიურად აშუქებს

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, „ბლუმბერგი“, „რადიო თავისუფლება“, ასევე, ინტერვიუ ჟურნალ „ფორეინ ფოლისის“ მიმომხილველ მაიკ ჩეჩირესთან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის  სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მედიის წარმომადგენლები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორებიცაა: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შედეგები და სამომავლო გეგმები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის პროცესში.

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე.

მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროებით შეფერხება შეძლო. ვარშავის სამიტზე კი დასავლეთის ადეკვატური პასუხი საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, არამედ, მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

უცხოელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თავდაცვის მინისტრისა და ეშტონ კარტერის შეხვედრით.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომლებიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას 2016 წლიდან ახალ ფაზაში გადაიყვანენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics