13:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 10:20:27, 965 ნახვა

სხვადასხვა
თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია

თბილისში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წვიმამ ძირითადად საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვა გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით გამოძახებები იყო.

„ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. სარდაფებიდან და სახლებიდან  წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებით იყო გამოძახება უმეტესად  დიდუბე-ჩუღურეთიდან და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან. ამაზე სერიოზული არაფერი არ ყოფილა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ანა ნიკოლაიშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics