11:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 13:26:21, 1436 ნახვა

რეგიონი
ფოთს შვედეთის საპორტო ქალაქის დელეგაცია ეწვია

ფოთის მუნიციპალიტეტს, ორდღიანი ვიზიტით, შვედეთის საპორტო ქალაქის ოსტამარის დელეგაცია ეწვია.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ოსტამარის ადგილობრივი მმართველობისა და საზღვაო პორტის მენეჯმენტის წარმომადგენლები არიან –  ქალაქის ვიცე-მერი იაკობ სპანგენბერგი, ლენარტ ოვანიუსი, სტეფან ედელსვეირდი და პიტერ ზონე.

სტუმრებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შეხვდნენ.

ქართულმა მხარემ, ვიზიტად მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მათთან დღის წესრიგი შეათანხმეს.

ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ შვედეთის ქალაქ ოსტამარის დელეგაცია ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობას ეწვია.

როგორც მერიაში აცხადებენ, ფოთის მუნიციპალიტეტს შვედეთის საპორტო ქალაქ ოსტამართან 2007 წლიდან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics