15:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-10 14:22:10, 5456 ნახვა

საზოგადოება
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება

თბილისის მერიის ცნობით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს. 11 აპრილის 23:00 საათიდან დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

"დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: მარჯანიშვილი, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, დიდუბის ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან (თბილისი ცენტრალის პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან". - ნათქვამია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics