03:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 18:36:26, 1796 ნახვა

რეგიონი
ქედაში შიდასასოფლო გზების დაგება გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი რომანაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად  დასრულებული და მიმდინარე შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ოქტომბერში დღეიდან 2.5 კმ-ზე ასფალტობეტონის საფარის დაგება დაიწყო.

„ქედა - ოქტომბრის მიმართულებით ამ დრომდე გრუნტის გზა ფუნქციონირებდა და წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. რამდენიმე ადგილას ჩაშლილი იყო მონაკვეთები. გზით ოქტომბრის თემის  5 სოფელი სარგებლობს.  მისი მოწესრიგება მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა.   რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის მიზნით   ბიუჯეტიდან 670 000 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები. გრუნტის გასამაგრებლად ეწყობა გაბიონები და ფართოვდება შევიწროებული ადგილები. 2, 5 კმ-ზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ბონდი 2009“ ახორციელებს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, დღესვე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძემ  ქედაში სოფელ გეგელიძეებში 2.7 კ მ სიგრძის განახლებული გზის მონაკვეთი  გახსნეს. 

„წლების წინ გაჭრილ გრუნტის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად დაიგო.  სამუშაოები აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 868 730 ლარია. აღნიშნული გზა სოფელში მცხოვრებ 115 ოჯახს  ემსახურება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics