07:58 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 14:35:24, 765 ნახვა

სამართალი
შსს-მ ავტოფარეხში დამარხული ცხედარი ცხედარი იპოვა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1970 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძისძიებების შედეგად, ბრალდებული 9 ივნისს თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ნაგანი“-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლის იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics