13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:36:14, 400 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას 18 მარტს გააფორმებენ

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულებას  18 მარტს მოსკოვში გააფორმებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი  ხელს მოაწერენ.  

როგორც  ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ე.წ.  ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო  სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, რუსულ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ხელშეკრულების ხელმოწერა გაურკვეველი  ვადით გადაიდო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics