2015-03-10 16:40:17, 626 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ მეუფე იაკობს 22 011 ლარის ღირებულების Toyota Landcruiser გადასცა
მთავრობამ კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს 22 011 ლარის ღირებულების შავი ფერის Toyota Landcruiser სახელმწიფო ნომრით ROS – 300 გადასცა.
აღნიშნული ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა.
უწყებამ ეს გადაწყვეტილება მეუფე იაკობის წერილის საფუძველზე მიიღო.
ეპისკოპოსმა ეკონომიკის სამინისტროს წერილით 2014 წლის 8 ოქტომბერს მიმართა, უწყებამ კი, მოძრავი ქონების მეუფესთვის უსასყიდლოდ გადაცემის ბრძანება 2015 წლის 26 იანვარს გამოსცა.
დღესვე აღნიშნული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-მმა გაავრცელა. ორგანიზაციამ აღნიშნული ბრძანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან