14:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 09:35:36, 425 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა რატიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ფრანგულმა მხარემ ქართველ სტუმრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა.

შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო.

„ვისაუბრეთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში გვექნება პროდუქტიული და წარმატებული ურთიერთობები, ვინაიდან ფრანგული მხარის თქმით, მათ აქვთ ძალიან დიდი ინტერესი, რათა ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო ეფექტური. ასევე, განვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები“, - განაცხადა გოჩა რატიანმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს გენერალურ მდივან, ლუის გოტიესაც შეხვდნენ, სადაც  მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„საფრანგეთის ომის უმაღლესი სკოლის“ რექტორთან, გენერალ იუბერ დე რევიე დე მონისთან შეხვედრაზე საუბარი სამხედრო განათლების კუთხით პარტნიორობას შეეხო. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. „საფრანგეთის ომის უმაღლესი სკოლის“ ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics