16:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 14:53:25, 854 ნახვა

სხვადასხვა
ცხინვალი-ახალგორის გზაზე მომხდარ ავარიას 6 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა.

ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

ინციდენტი ცხინვალი-ახალგორის გზაზე მოხდა. სამხედრო ავტობუსი, რომელსაც რუსი სამხედროები გადაყავდა, ხევში გადაიჩეხა. ავარიის შედეგად 6 ოფიცერი დაიღუპა, 16-მა კი, სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო. ავარიის გამომწვევი მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, ცხინვალში დღეს სამხედრო ექიმები ჩავლენ და დაზარალებულების რუსეთში ევაკუაცია მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics