00:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 18:42:41, 1015 ნახვა

სამართალი
საქართველოში რუსეთის მოთხოვნით ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი დააკავეს

ტელეარხი "დოჟდი" წერს, რომ საქართველოში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს და 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს ხაბაროვსკის მხარის ექს-გუბერნატორს, მიხეილ ტიმოფეევს.

გამოცემა წერს, რომ ინტერპოლის გაუქმებული ორდერის მიუხედავად, რუსეთში მისი ექსტრადიცია შესაძლოა მაინც მოხდეს.

მათი ცნობით, ტიმოფეევი 23 იანვარს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით დააკავეს, ხოლო პატიმრობის ამ ვადაში მოსკოვს ეძლევა შესაძლებლობა, გაგზავნოს მოთხოვნა ტიმოფეევის ექსტრადიციის შესახებ.

ყოფილი სრუსი მაღალჩინოსანი 2024 წლის მარტიდან იმყოფებოდა და ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის მოტივით, თუმცა მას შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა სტატუსის მიღებაზე უარი განუცხადა.

ტელეარხი ადვოკატებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულის სოცოცხლეს საფრთხე ემუქრება ინვალიდობისა და საჭირო სამედიცინო მეთვალყურეობის არარსებობის გამო.

ამასთან ერთად, დაცვის მხარე დაკავებისას სერიოზულ სამართლებრივ დარღვევებზე მიუთითებს. პატიმრობის საფუძველი გახდა ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილი, მაშინ როდესაც ტიმოფეევზე ძებნის წითელი ცირკულარი ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics