21:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 13:25:53, 1005 ნახვა

რეგიონი
ქვემო ქართლის სასწრაფო დახმარების ცენტრს აღჭურვილობა გადაეცა

სასწრაფო დახმარების ქვემო ქართლის რეგიონულ ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. პერსონალს კი, ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა.

აღჭურვილობის გადაცემისა და სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ.

20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებში განაწილდება. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება.

კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება.

სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი უკვე განაწილდა იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics