17:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-25 20:25:14, 1957 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში საბანკო სესხების ლარიზაცია გაიზარდა - სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 507.77 მილიონი ლარით (0.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა.

ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მლნ ლარით (1.21%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.64 მლნ ლარით (0.13%-ით) გაიზარდა.

შედეგად სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მთლიანი პორტფელის 58%-ს მიაღწია.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.82 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.09 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.29%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19 %-ით ნაკლები)

2025 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.08%-ით, ანუ 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52 მილიარდი ლარი შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics