11:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 11:15:15, 1177 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება

რამდენიმე საათში ბრიუსელში ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი საკითხი ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები იქნება. სხდომა ბრიუსელის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.

მომხდარის ფონზე ევროპარლამენტს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და საფრანგეთის პრემიერი მანუელ ვალსი.

უკვე მეორე დღეა ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, მოქალაქეები კი ბრიუსელის ცენტრალურ პარკში იკრიბებიან და ასე გამოხატავენ სოლიდარობას.

შეგახსენებთ, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილი 3 პირიდან 2 გარდაცვლილია, 1 მათგანი კი ისევ ძიებაშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics