2016-03-22 18:26:05, 1221 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო მედიის შეცდომა - ISIS-ს ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია
"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი საინფორმაციო სააგენტო "ამაკი" ISIS-ის პასუხისმგებლობას ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან არ ადასტურებს და შესაბამისი ინფორმაციას ამ სააგენტოს არ გაუვრცელებია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტო "ამაკი", რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განცხადებებს ავრცელებს, ISIS-ის ჩართულობაზე წერდა, თუმცა მონიტორინგის სამსახურმა დაადასტურა, რომ სააგენტოს ბოლო ინფორმაცია სენაის (ადგილი იემენში რედ:) ტერაქტებზეა.
როგორც ერთ-ერთი მედია საშულება იტყობინება, "ისლამური სახელწიფოს" კიდევ ერთი მოკავშირე სააგენტო "ალ-ჰაიატი" "ISIS" განცხადებას ბრიუსელის ტერაქტთან დაკავშირებით არ ავრცელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან