13:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 10:33:07, 822 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან 45 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინამ თავისი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე რუსეთიდან და ბელარუსიდან 45 მოქალაქე დაიბრუნა.

ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრი ლუბინეცი Telegram-ზე წერს

ლუბინეცის თქმით, უკრაინის დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის არიან სპეციალური საჭიროებების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად დატოვების საშუალება არ ჰქონდათ. მათ შორის 10 ადამიანს ქრონიკული დაავადებები აქვს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ხოლო 23 ადამიანის ევაკუაცია სპეციალური ტრანსპორტისა და სამედიცინო გუნდის თანხლებით მოხდა. 

ომბუდსმენის ცნობით, დაბრუნებული მოქალაქეების უმეტესობა ხანშიშესულია, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 93 წლისაა. 

"უკრაინის ომბუდსმენის ოფისის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობის წყალობით მოხერხდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიებიდან უკრაინის 45 მოქალაქის უსაფრთხოდ დაბრუნება". - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაბრუნებული მოქალაქეების ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან დევნის მსხვერპლი იყო. ლუბინეცი განმარტავს, რომ, კერძოდ, ერთ-ერთი ოჯახის წევრი ოკუპანტებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics