14:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 17:06:25, 2466 ნახვა

სამხედრო
სამხედრო მოსამსახურის ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამხედრო მოსამსახურის ალექსანდრე ბერიშვილის მეუღლე, ქეთევან ბერიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის.

„მადლობა თავდაცვის სამინისტროს! მკურნალობის პირველი კურსი დაგვიფინანსეს და ველოდებით მეორე კურსის დაფინანსებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს და პირადად თავდაცვის მინისტრს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს“ - წერს ჯარისკაცის მეუღლე.

ქეთევან ბერიშვილმა დღეს, ასევე სოციალური ქსელით, ღია წერილით თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მიმართა.

„მიმდინარე წლის ივნისში, სასროლეთიდან დაბრუნებული, სადაც ალექსანდრე ბერიშვილი მორიგ სამხედრო სწავლებას გადიოდა, შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც დაუდგინდა ინსულტი. ჩემმა მეუღლემ დაკარგა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, მუდმივად საჭიროებს მომვლელს. იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა და მისთვის მომევლო. ამ ეტაპზე მას დანიშნული აქვს სარეაბილიტაციო კურსი, რაც 16 ათასი ლარი ღირს. მკურნალობის პირველი კურსი თავდაცვის სამინისტრომ დაგვიფინანსა და უკეთესობაც დაეტყო, მაგრამ მეორე კურსის ჩატარებას წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გვთავაზობენ, თუმცა მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას იგი შეძლებს „ნიუ ჰოსპიტალში“. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის სრული კურსის ღირებულებაა 16 910 ლარი“, - აღნიშნავს სამხედროს მეუღლე.

როგორც ქეთევან ბერიშვილი წერს ღია წერილს უწყების მყისიერი რეაგირება მოჰყვა, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს მკურნალობის მეორე კურსიც დაუფინანსა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics