13:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 23:38:07, 885 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერია - კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1 289 ოჯახი დაკმაყოფილდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტი კვლავ გრძელდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია 17 არეალი, სადაც  საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ადამიანები ყოველ წელს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ.  ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო. დაახლოებით, 3 100 ოჯახი არის დაზარალებული. ამ დროისთვის, 1 289 ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იცხოვროს. ჩვენ გამოვყავით 17 არეალი, სადაც უკვე მიმდენარეობს მშენებლობა, ზოგან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა ხორციელდება, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 963 მილიონი  დაიხარჯა, ხოლო დასრულებული საცხოვრებელი ბინების ჯამური ფართი 8 000 კვ. მ-ზე მეტია.

„ამჟამად, კოოპერატიული მშენებლობებისგან დაზარალებულია 3 100 პირი, რომელიც სახელმწიფომ ცნო დაზარალებულად და ეს ვალი სასამართლოს მიერაა აღიარებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ გამოინახა ის მიდგომა, რითიც დაკმაყოფილდებოდნენ ეს მოქალაქეები. იმედია, მალე სრულად დამთავრდება პროგრამა და დაზარალებული ოჯახები აღარ გვეყოლება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics