21:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 13:58:52, 1116 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშლი პრემიერის მიმართ კრიტიკაზე: ყველას მოვუწოდებ, გადავამოწმოთ, სანამ გრძელი გამოსვლები გვექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტსა  და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას  გამოემხაურა. ხიდაშელმა   ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა,  ინფორმაცია ჯერ გადაამოწმონ და  შემდეგ გააკრიტიკონ.

თინა ხიდაშეილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვრცელი სიტყვით წარსდგება. 

"ვფიქრობ,  სამიტზე ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგზაო რუკაც კი იყო საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის. მინდა, ყველას მოვუწოდო, გადავამოწმოთ ხოლმე, სანამ გრძელი და მრავლისმეტყველი გამოსვლები გვექნება. ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელზეც აკრიტიკებდნენ, გაეროს ტრიბუნიდან იქნება სხვა გამოსვლა, დიდი გამოსვლა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსთა ნაწილმა გაერო-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. მათი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics