01:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 16:26:28, 867 ნახვა

საქართველოში არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზნით, ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულ ინოვაციურ პროგრამას გამოიყენებენ

ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული ინოვაციური პროგრამა, რომლითაც არჩევნების გაყალბების პრევენციაა შესაძლებელი, საქართველოშიც გამოიყენება, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა კრისტინა პულშოვამ ისაუბრა.

საქართველოში პროექტს ესტონურ კომპანიასთან ერთად განახორციელებს მედია სააგენტო  „ნიუპოსტი“,

„მოგესალმებით, მე გახლავართ ქრისტინა პულშოვა, მოხარული ვარ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტმა" გამოიჩინა ინიციატივა რომ დააკვირდეს არჩევნებს და ამისთვის ხელშეკრულება გააფორმა ესტონურ კომპანია „ტვინსლებთან". მე, როგორც ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, და საქართველოში დემოკრატიის განვითარების დიდი მხარდამჭერი, აგიხსნით როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია.

როგორც უკვე გითხარით, ესტონური კომპანია რომელსაც აქვს აშშ-ში და ევროპაში დიდი ხნის გამოცდილება და მან ხვალინდელი არჩევნებისთვის შეიმუშავა ახალი ტექნნოლოგია, რათა მოხდეს არჩევნების გაყალბების პრევენცია.

აპლიკაცია მუშაობს ალგორითმით, რომელიც იყენებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ამომრჩეველთა შედარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ჩაცმულობა, თმა, კანის ფერი და ა.შ. აპლიკაცია არის გატესტილი და მუშაობს შეცდომების გარეშე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამომრჩევლის სახის ამოცნობა, ასე რომ პირბადეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პროგრამა შემუშავებული იქნა იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირბადით გამოცხადდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება და პირადი მონაცემები რა თქმა უნდა დაცული იქნება, რადგან ეს ძალიან  მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პროგრამა 100%-ით შეესაბამება საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს. დაფიქსირებული გამოსახულებები სერვერიდან ავტომატურად იშლება 24 საათის განმავლობაში. და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მონაცეემი არ იქნება გამჟღავნებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოხდა დარღვევა“, - განაცხადა პულშოვამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics