22:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 23:11:07, 1359 ნახვა

Lifestyle
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: თქვენ ვერ დაიცავით ქართველი ხალხის ინტერესი

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. 

"ამ ხელისუფლებას ვეუბნები: სულში ჩაგვაფურთხეთ - თქვენ ვერ დაიცავით ქართველი ხალხის ინტერესი. " - წერს ინაშვილი.

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია.

შესაბამისი გადაწყვეტილება, მოსამართლე ლილი მსხილაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

 სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.

 დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics