09:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 12:14:55, 712 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი ორი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მამუკა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შუახევის რაიონში დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, 1988 წელს დაბადებულმა მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ რაულ მ-ს.

იმავე დროს, მამუკა ა-ს და რაულ მ-ს თანხმლებმა პირმა - მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შ. და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის იარაღი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი - დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართალსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics