19:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 22:06:26, 12588 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - უახლოესი ერთი კვირა, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევებმა დღეში რამდენიმე ათეულით მოიმატოს

უახლოესი ერთი კვირა, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევებმა დღეში რამდენიმე ათეულით მოიმატოს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ ვირუსი დაღმასვლას დაიწყებს.

„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics